„ამ დღეს ისე ვერ გავატარებდი, რომ არაფერი მეთქვა“ – ნიკა გვარამიას მადლობა ნინო ლომჯარიას
მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას დღეს უფლებამოსილების ვადა ეწურება. აღნიშნულს სოციალურ ქსელში ეხმიანება „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია და ლომჯარიას მადლობას უხდის.
„ამ დღეს ისე ვერ გავატარებდი, რომ არაფერი მეთქვა.
დღეს, საქართველოს ისტორიაში საუკეთესო სახალხო დამცველის და, უტყუარად, საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული და კვალიფიციური სახელმწიფო მოხელის – ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ბოლო დღეა.
ძალიან დიდი მადლობა მინდა მას გადავუხადო, პირველ რიგში, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც ამაყობს, რომ მის ქვეყანას, შინ და გარეთ, 6 წლის მანძილზე, გამორჩეულად გულისხმიერი და უმაღლესი მსოფლიო კლასის მოღვაწე წარმოადგენდა.
მინდა მას მადლობა გადავუხადო, როგორც პოლიტპატიმარმა – ალბათ, სახალხო დამცველის ყველაზე კარგი შემფასებელი სწორედ ისაა, ვისი დაცვაც რთული და, საქართველოს კონტექსტში, საშიშიცაა. მინდა მადლობა ვუთხრა ნინოს და წუხილიც გამოვთქვა, რომ ჩემი დაცვის გამო, უმძიმესი დარტყმების და შეურაცხყოფების გადატანა მოუწია. თუმცა, რაც მეტი იყო წინააღმდეგობა, მით მეტი იყო ლომჯარიას შეუპოვრობა.
სამწუხაროა, რომ ქვეყანა ასეთ სახალხო დამცველს კარგავს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ნინო ლომჯარიას არ დაკარგავს და მას აუცილებლად ვიხილავთ (უნდა ვიხილოთ!) სხვა, ქვეყნისთვის არანაკლებ მნიშვნელოვან ადგილსა თუ ვითარებებში.
ვულოცავ ნინოს სახალხო დამცველის უკიდურესად წარმატებულ კარიერას და ველოდები მისგან ახალ და კიდევ უფრო დიდ მიღწევებს ჩვენი სამშობლოს სამსახურში! ამას ვუსურვებ მასაც და ჩემს სამშობლოსაც!“, – აღნიშნულია ნიკა გვარამიას მიმართვაში.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი