,,საქართველოში ქალები კაცებს სჯობდნენ კი არა, ქვეყანა გადაარჩინეს" - კეკელიძე
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში, ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის" წარმატებას ეხმაურება.
,,ძალიან მიხარია, რომ ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და ძალიან მიკვირს აღნიშვნები პათოსით; ,,უი, ხომ ხედავ, კაცებსაც კი აჯობეს". ყოველგვარი პოლიტკორექტული კეკლუცის გარეშე - დამოუკიდებლობის ოცდაათწლიან ისტორიაში, საქართველოში ქალები კაცებს სჯობდნენ კი არა, უბრალოდ ქვეყანა გადაარჩინეს და აქამდე მოიტანეს - კაცებისგან ერთმანეთისთვის გამეტებული ტყვიით დაცხრილული ქვეყანა.
ჰოდა, მაგრები, ძალიან მაგრები არიან ეს და სხვა ქალები საქართველოდან! გილოცავთ!", - წერს გიორგი კეკელიძე.
ქალთა საფეხბურთო კლუბმა ,,ლანჩხუთი" ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში რუმინეთში ადგილობრივი ჩემპიონი "კლუჟი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
"ლანჩხუთი" პირველი ქართული საფეხბურთო კლუბია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
