,,ირაკლის დედა გარდაიცვალა... კინოგმირივით ღირსეული ქალი" - ნათია ფანჯიკიძე
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ალასანიას დედა გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ნათია ფანჯიკიძე ავრცელებს.
,,ირაკლის დედა გარდაიცვალა. შაბათს 2-ზე დავკრძალავთ. ჩემი შვილების ერთადერთი, ერთგულად რომ ცოცხლობდა აქამდე, ბებოც წავიდა. ნიკუშას დახვდა დაძინებული. ძალიან კარგი ექიმი, დაუჯერებლად, კინოგმირივით ღირსეული ქალი, საოცარი თვისებების, რომელზეც დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო და რა უცნაური რამეა, რომ შვილიშვილებისთვის მაინც ისაა ხოლმე მთავარი, რომ ბებოები დედაზე გემრიელ კარტოფილს წვავენ. ნიკუშას ერთერთი საყვარელი იუმორისტული ხაზი სადილის მერე დოდოსთან დარეკვა და თქმა იყო, როგორ ცუდად გამოვკვებე და როგორ შეცდა და ნანობს, რომ მასთან მისვლა ვერ მოახერხა. მისამართია გამრეკელის (ყოფილი კუტუზოვის) მეორე კორპუსი, მაგრამ კოვიდის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, საბოდიშო არავის აქვს. ამბავი გაგაგებინეთ უბრალოდ", - წერს ნათია ფანჯიკიძე.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
