,,ჩემი ძმაც მომისვეს გვერდით, 37,5 სიცხით და ოდნავი ხველით" - ზურა ბალანჩივაძე
ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი ზურა ბალანჩივაძე, რომელიც კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოშია მოთავსებული, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
,,ესეც ასე, ჩემი ძმაც მომისვეს გვერდით, 37,5 სიცხით და ოდნავი ხველით, საღამოს. ფილტვებში ანთება არ აღენიშნება, თუმცა სისხლის საერთო ანალიზში ოდნავი ცვლილებები აქვს და ალბათ მალე დაუწყებენ ანტიბიოტიკის გადასხმას.
ორივეს დე-დიმერი გვაქვს მომატებული (სისხლის შედედების მაჩვენებელი) და მუცელში დაგვარჭვეს პატარა ნემსი და ის-ის იყო, უნდა მეყვირა, ექთანმა, მორჩაო. მოკლედ, უადვილესი ნემსია.
მე სიცხე ისევ 37 - 37,2 მაქვს, არადა, დილით არ მქონდა. ცოტა ავნერვიულდი, რაღა დაგიმალოთ. მაგრამ ნუ ჰო, მე-7 დღეა და საყურადღებო სტადიაში ვარ. კიდევ ხვალ და ზეგ და მერე გავლილი მექნება. თუმცა, როცა ამ ყველაფერს უბრალო სიმპტომებად ვუყურებ, ვაცნობიერებ, რომ რეალურად არც-თუ ისე ცუდად ვარ და მაინც წარმავალია ეს კორონა. ასეთნაირი მიდგომა მშველის ნამდვილად.
ჰო, ზურგზე წოლას მოერიდეთო. მუცელზე ან გვერდულად იძინეთ და პოზებიც შეძლებისდაგვარად მალ-მალე იცვალეთო. თურმე არ ყოფილა ასეთ დროს კარგი ფილტვებზე მთელი სხეულით დაწოლა. დიდად არ მიყვარს მუცელზე წოლა, მაგრამ ახლა ეგ რა მოსატანია.
საერთო ჯამში, ირაკლიც და მეც შევთანხმდით, რომ თუკი ასე გამოვძვრებით, ჩავთვლით, რომ იღბლიანები ვართ. ისე კი ყველაფერს თავისი პლუსი აქვს: ხელების სანიტაიზერით ხეხვა აღარ გვიწევს.
აუ, ჰო, ძალიან საყვარელი სანიტრები არიან. ექთნებიც ძალიან ყურადღებიანები - ოღონდ რამე გვთხოვეო. ექიმები ყოველთვის ცდილობენ, გაიგონ რაიმე ახალი ხომ არ გვაწუხებს და თუ რამე, დაუყოვნებლივ დაკავშირებას გვთხოვენ. მოკლედ, კარგად გვივლიან და ალბათ, ახლა ყველაზე სწორ და უსაფრთხო ადგილას ვართ.
ჯანმრთელობა ყველას", - წერს ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
