"ეგომანიაკი სააკაშვილი ქართული დემოკრატიის საფრთხეა" - თამარ ჩერგოლეიშვილი
გამოცემა "ტაბულას" დაფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"სამარცხვინო ეგომანიაკის ბოდვითი აშლილობისთვის დიდად არ მცალია, მაგრამ ზიზღის და ბრაზის გარდა აღარაფერს იმსახურებს მიხეილ სააკაშვილი. სანიტარული დერეფანი სჭირდება სააკაშვილთან ყველა პარტიას, ვისაც საქართველოს დემოკრატიული და ნორმალური განვითარება ანაღვლებს! დღეს, ახალგაზრდაც და მოხუციც იმას ცდილობს, რომ ივანიშვილი, ქართული დემოკრატიის შავი ჭირი ხელისუფლებას ჩამოაცილოს და ქვეყანა ნორმალური განვითარების რელსებზე დააყენოს! როგორც რობერტ სტურუაზე დამეთანხმეთ, ზუსტად ასე დამეთანხმებით სააკაშვილზეც - ეს ზუსტად ვიცი! მაგრამ სანამ ეს მოხდება, მე გეუბნებით: ა) ყველა ჟურნალისტი, რომელიც ამ მხდალი ეგომანიაკის სამსახურში დგახართ - თქვენი ხელიდან ქართულ დემოკრატიას ანგრევთ!ბ) ყველა ხელმოცარული პოლიტიკოსი, რომელიც სააკაშვილის მოწყალების მოლოდინში ხართ (ეგებ სიაში მოგახვედროთ) და თვალს ხუჭავთ მის უმსგავსობაზე - ქართულ დემოკრატიას ანგრევთ! რაც მალე გააცნობიერებს ყველა, რომ მიშა სააკაშვილი ქართული დემოკრატიის საფრთხეა ივანიშვილთან ერთად - მით მალე წავალთ წინ. ახლა როცა ამ პოსტს ვწერ, გიგას მოხალისეები თეკლათში არიან და მარტოხელა მოხუცებს ეზოებს უთიბავენ, რომ გადაადგილება შეძლოს იმ ხალხმა - ზოგს ინსულტი აქვს, ზოგი უბრალოდ ვერ დადის. ვბრაზობ, რომ ამდენი ნაღდი საქმეა საკეთებელი და მე გადამგდები და მშიშარა ეგომანიაკის ბოდვების გარჩევა მიწევს, მაგრამ ვალდებული ვარ გითხრათ რომ სააკაშვილი ქართული დემოკრატიის საფრთხეა და რაც მალე მიხვდებით და შესაბამისად იმოქმედებთ, უკეთესი იქნება ამ ქვეყნისთვის." - წერს ჩერგოლეიშვილი.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა