"სწავლა იატაკქვეშეთის არაფორმალურ სკოლებში გადაინაცვლებს" - ეკა კვესიტაძე
ჟურნალისტი და ტელე-წამყვანი ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში სასწავლო პროცესის შეზღუდვასთან დაკავშირებით წერს, რომ კერძო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა მშობლებს სურთ, რომ ბავშვები კერძო სახლში შეიკრიბნონ და იქ ჩაატარონ გაკვეთილები.
ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ განათლების სამინისტრო მასწავლებლების მიერ გაჟღერებულ, მშობლების აღნიშნულ ინიციატივას დაეთანხმა.
"მოკლედ, სრულიად წარმოუდგენელი ამბავია - კერძო სკოლის დაბალი კლასების მოსწავლეთა მშობლებს სურთ, რომ ბავშვები კერძო სახლში შეიკრიბონ და იქ ჩაატარონ გაკვეთილები. მშობლების ამ ინიციტივას ფრთხილად შეხვდნენ მასწავლებლები. ამიტომ, სამინისტროში წავიდნენ და ნებართვა სთხოვეს - აბა, თუ გამოიცნობთ რა უთხრეს სამინისტროში. შეგიძლიათო, ანუ მთავარია, ჩვენი პასუხისმგებლობა არ იყოს და რაც გინდათ ის გიქნიათო. ე.ი. მოწესრიგებული სკოლებიდან, სადაც ბავშვები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნებიან დაცულები, სწავლა იატაკქვეშეთის არაფორმალურ სკოლებში გადაინაცვლებს, სადაც უსაფრთხოების ზომები ვერანაირად ვერ იქნება მღებული. ( ეს ამბავი ერთი სკოლის მაგალითზე ზუსტად რომ არ ვიცოდე, ამ პოსტს არ დავწერდი) ხოდა, მეგობრებო, ახლა თქვენ თვითონ დაასკვენით როგორ სახელმწიფოში ვცხოვრობთ!" - წერს ეკა კვესიტაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
