"ჩემი თანადგომა მასწავლებლებს. ერთად რამეს ვიზამთ და გავალთ ფონს" - ეკა ხოფერია
ჟურნალისტი, ტელეწამყვანი და ჟურნალ "სითის" დამფუძნებელი ეკა ხოფერია, რომელსაც სამი შვილი ჰყავს, სოციალურ ქსელში დისტანციური სწავლების სირთულეებზე წერს და მასწავლებლებს თანადგომას უცხადებს.
„ონლაინ გაკვეთილების კონტექსტში აუცილებლად დასაწერი:
ამდენს ვწუწუნებთ მშობლები (ვფიქრობ, ძლიერ სამართლიანადაც), მაგრამ მასწავლებლებზე არავინ ვწერთ.
არ მგონია, ბედნიერები იყვნენ იმით, რომ ზოგჯერ გაკვეთილს ნახევრადგამოუძინებელი ბავშვების გაღვიძებით რომ იწყებენ
თან ონლაინ კლასი უნდა აკონტროლონ, თან აუხსნან, დაიჯერონ ან არ დაიჯერონ რომ “მას გუშინ ვაიფაი გამოირთო”, “მას რვეული არ მაქვს და ფურცელზე რომ დავწერო” ან… ნიკოლა შემო მერე ჩათში … და თან სიმშვიდე შეინარჩუნონ)
მოკლედ, ჩემი თანადგომა მასწავლებლებს. ერთად რამეს ვიზამთ და გავალთ ფონს, ძვირფასებო“, – წერს ეკა ხოფერია.
სიახლეები
- ,,ეს არის იმ პოლიტიკის დამსახურება, რასაც საქართველოს ხელისუფლება წლებია აწარმოებს"- შალვა პაპუაშვილი
- ,,სალომე ზურაბიშვილმა გლოვის დღეს ცილი დასწამა ეკლესიას და შემდეგ კითხვები უჩნდება, სად იყო და სად არა"- შალვა პაპუაშვილი
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
