"ბევრი კონტაქტი მქონდა სამსახურში"- თეონა ცხომელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
“კურიერის” ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ვარაუდობს, რომ შესაძლოა მისი ინფიცირების წყარო პოლიტიკოსი თაკო ჩარკვიანი იყოს, რომელიც რამდენიმე დღის წინ “დღის კურიერის” სტუმარი იყო.
“დღეს დამიდასტურდა კორონავირუსი, მაქვს ტემპერატურა, სხვა სიმპტომი არ მაქვს. სავარაუდოდ, ჩემი ინფიცირება მოხდა პოლიტიკოს თაკო ჩარკვიანისგან, ამას დაადგენენ უფრო ზუსტად ეპიდემიოლოგები. მქონდა, სამწუხაროდ, ბევრი კონტაქტი სამსახურში, ამ პერიოდში ყოველდღე ვმუშაობდი. ყველაზე მეტად იმ ადამიანებზე ვნერვიულობ, რომლებიც, შესაძლოა, ჩემგან დაინფიცირდნენ,”- აღნიშნა თეონა ცხომელიძემ.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
