"ხელისუფლებას კი არ ვირჩევთ, მისი ძალაუფლების უზრუნველყოფის ინსტრუმენტს ვყიდულობთ"
პოლიტიკური ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"ივანიშვილის მმართველობითი ბიზნეს-მოდელით, ჩვენ ახლა ხელისუფლებას კი არ ვირჩევთ, ვყიდულობთ მისი ძალაუფლების უზრუნველყოფის ინსტრუმენტს, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს პოლიტიკასთან და ემსახურება მისივე პირადი კეთილდღეობისა და უსაფრთოების უზრუნველყოფის ამოცანას, მისივე წარმოდგენებისა და ხუშტურების შესაბამისად.
შესაბამისად, არანაირი აზრი არა აქვს კონკრეტული სიის განხილვას.
ყველაზე დრამატული ის გახლავთ, რომ ამ ოცეულმა ეს მშვენივრად იცის და ნებაყოფლობით ყოფენ თავს უღელში, მათთვის მოზომილი მომცრო ბოსტნების სანაცვლოდ," - წერს ის.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
