"რჩება ვერსია, რომ თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის ვინმეს ეთხოვა წამლების ყიდვა "
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე, პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალას ეხმაურება:
"კარგია, რომ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო საჯარო ინტერესის დაკმაყოფილება.
ახლა ძიებისთვის მთავარი გამოწვევაა სავარაუდო თვითმკვლელობის მოტივის დადგენა.
ოღონდ არა იმ მეთოდებით, რასაც ქვია ყვავი-ჩხიკვის ბებიას ტელეეთერებში პროწიალი.
ეს ეჭვებს კი არ აქრობს, არამედ, უფრო აძლიერებს.
რაც შეეხება წამლების შეძენას. ეს სერიოზული არგუმენტია, მაგრამ რჩება ვერსია, რომ ვინმე “ახლობელს” სცენარის მიხედვით და თვითმკვლელობის ინსცენირებისთვის ეთხოვა მისთვის წამლების ყიდვა და მისი “ახლობლისთვის” მიტანა ზუსტად იმ სოფელში, სადაც ის მოძრაობდა. კადრებში ჩანდა, რომ ის რაღაც ადგილს ეძებდა.
ეს შეთქმულების თეორიაა. თუმცა დასაშვები, სანამ საპირისპიროს არ დაამტკიცებს პროკურატურა," - წერს ხუხაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
