,,სულ რომ ციხეში ჩამსვათ, ვერ გამაჩუმებთ!" - ნორვეგიაში მცხოვრები ქართველი
ნორვეგიის მოქალაქე თეონა ყურუა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილს მასთან კომუნიკაცია ჰქონდა და 23 წლის პროგრამისტი, ნორვეგიაში პოლიტიკური თავშესაფრის მიღებით იყო დაინტერესებული, მის ტელეფონში უკანონო ქმედებები ხორციელდება.
"უკვე საზღვარი არ აქვს თქვენს თავხედობას, ჩემი ტელეფონი სასწაულებს შვრება. თავისით შემოვიდა ზარი, რომელიც უკვე დავასრულე საათების წინ! ეკრანი ხომ საერთოდ თავისით ქრება და ირთვება. გაფრთხილებთ, რომ არ ვცხოვრობ საქართველოში, ვცხოვრობ ნორვეგიაში, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები. თუ კიდევ რამეს შევამჩნევ სათანადო რეაგირებას მოვახდენ!!! ნუ გამომიყვანთ წყობილებიდან, თორემ პირს რომ დავაღებ კანონის დარღვევა კი არა, სულ რომ ციხეში ჩამსვათ, ვერ გამაჩუმებთ!!! მაგალითი ამ წამს განმეორდა, დააკვირდით აბა, როდის დავასრულე საუბარი და კიდევ როდის შემოვიდა ზარი, რომელიც რეალურად 20 წუთის წინ დასრულდა", - წერს თეონა ყურუა სოციალურ ქსელში.

სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
