"არ მიყვარს წუწუნი, მძულს... ამ ყველაფერს არ ვიმჩნევ"- ხათუნა ჟორდანია
"დაახლოებით ერთი კვირაა, ცოტა ყელი მტკივა, მგონია რომ დამეძაბა, თუ დამეჭიმა ყელის ძარღვები.
ცოტა კისერიც მტკივა, ცოტა ფეხებიც, მაგრამ მე არ მიყვარს წუწუნი, მძულს. ამ ყველაფერს არ ვიმჩნევ,"- ამის შესახებ ხათუნა ჟორდანია, საკუთარ Facebook ვიდეომიმართვაში აცხადებს.
"დღეს ავდექი და თმა შევიღებე. ვიცოდი, რომ საღამოს კონცერტია, კონცერტზეც გამოვდივარ. სცენაზე ვერ ვგრძნობდი თავს, თუმცა ჩემმა ზურამ დამიყოლია – დღეს დიდი კონცერტია, კიკვიძის ბაღში.
თმა შევიღებე, დავიხატე, ჩავიცვი, მოვწესრიგდი… ყველაფერს ვაკეთებ. ნებისმიერ დაავადებას პირველ რიგში, ფსიქოლოგიურად უნდა მოერიო. ჩაფიქრებული მაქვს, ამ დაავადებას ჩემი ფსიქოლოგიური განწყობით მოვერევი და დავძლევ. თითქოს არ შემიძლია, მაგრამ ყველაფერი გაკეთებული მაქვს და მზად ვარ კონცერტზე წასასვლელად,"-ამბობს ჟორდანია.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
