"ნაციონალური მოძრაობა არ არის დაინტერესებული ხელისუფლების ცვლილებით"
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"პოლიტიკური სტრატეგიის ლოგიკით ნაციონალური მოძრაობა არ არის დაინტერესებული ხელისუფლების ცვლილებით და თუნდაც მისი გაზავებით და აი, რატომ:
მისი ელექტორალური ზრდის პოტენციალი ამ ეტაპზე შეზღუდულია. ისეთი ალტერნატივის ფორმირებაც, რომლის ცენტრში თვითონ იქნება, შეუძლებელია.
ამიტომ, მას ურჩევნია ხელისუფლებაში დარჩეს ქართული ოცნება და თვითონ შეინარჩუნოს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი, რაც უტოვებს შანსს 2024 წელს დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
თუ დღეს ქართული ოცნება შეიცვალა, გაზავდა, ან რაიმე ახალი კოალიცია გაჩნდა, ამ შემთხვევაში კარგავს 2024-ის პერსპექტივას.
დასკვნა: "ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" სისტემური, ანტაგონისტი, სიმბიოზური მოკავშირეები არიან,"- წერს გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
