"მონობა სხვა არაფერია" - ზურაბ ჯაფარიძე
,,ადამიანების ნაწილს სჭირდება შემოსავლისთვის ქვეყნიდან გასვლა და ,,ოცნების" მთავრობა მათ არ უშვებს, მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელი ქვეყნები გახსნილია მათ მისაღებად", - პოლიტიკური პარტია ,,გირჩის" ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საზღვრების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობს.
პოლიტიკოსის თქმით, ხშირად, ოჯახების ნაწილის ერთადერთი შემოსავალი დამოკიდებულია ქვეყანაში შემოსულ ტურისტებზე, ოჯახების ნაწილს კი შემოსავლის წყაროს მისაღებად ქვეყნიდან გასვლა სჭირდება.
,,ადამიანების ნაწილის ერთადერთი შემოსავალი დამოკიდებულია ქვეყანაში შემოსულ ტურისტებზე, მაგრამ ,,ოცნების" მთავრობა მათ არ უშვებს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი ქვეყნიდან გამოსვლის პრობლემა ამ პოტენციურ ტურისტებს აღარ აქვთ. მონობა სხვა არაფერია, რაღაც ჰიპოტეთური, საზოგადოებრივი სიკეთის მომტანი დიადი მიზნისკენ სწრაფვის გამო ადამიანებს ეკრძალებათ თავისუფალი გადაადგილება, შრომა, საკუთარი თავისა და ოჯახის შემოსავლით უზრუნველყოფა თან დღემდე არავინ ხსნის რას აკეთებს მთავრობა. გარდა იმისა, რომ უნდათ ჩვენი დამცირება, უნდათ, რომ შევეგუოთ მონურ მდგომარეობაში ყოფნას. უნდათ კიდევ ერთხელ დაგავრწმუნონ, რომ ეს არსით საბჭოთა ნაბიჭვრობა ნორმალურია - ისინი არიან პატრონები, რომლებსაც ჩვენზე ზრუნვის მოტივით აქვთ უფლება წაგვართვან თავისუფლება, წაგვართვან შემოსავალი, აგვიკრძალონ გადაადგილება, რადგან ჩვენ სულელები ვართ და საკუთარ თავს ვერ მივხედავთ და მერე, მოგვიგდონ 200-ლარიანი დახმარება, როგორც ღორს უდგებენ სალაფავს, ისიც თუ სწორად მოვიქცევით და საბუთებს წარვადგენთ იქ, სადაც საჭიროა. ბაგაში ვყავართ დაბმული და ხმის ამოღებაზე ჯარიმებით გვტენიან, თუ დაფიქრდებით ასეა. ეს საგიჟეთი უნდა დასრულდეს ოქტომბერში და არავის, არცერთ მთავრობას აღარ უნდა მივცეთ უფლება ასე მოგვექცეს, თუ ადამიანები გვქვია", - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
