"ტვ იმედი, ბადრის იმედი, ბიძინას იმედი, სინამდვილეში ჩემი იმედია…"-ირაკლი ოქრუაშვილი
”ამ კვირას გავრილოვის ღამის წლისთავია და ეჭვი არ მეპარება მაგარ ბლოკბასტერს მომიძღვნიან,” – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი ოქრუაშვილი ტვ ”იმედის” მისამართით.
”ტვ იმედი. ჯერ ბადრის იმედი “ხალხის იმედად” შექმნილი. ახლა ბადრის დაუძინებელი მტრის, ბიძინას იმედი. სინამდვილეში ჩემი იმედია. ყოველ კვირას ისეთ რეკლამას მიკეთებენ მადლობის მეტი რა მეთქმის. ამ კვირას გავრილოვის ღამის წლისთავია და ეჭვი არ მეპარება მაგარ ბლოკბასტერს მომიძღვნიან.
ეჰ, რა ისტორიულ-საკრალურ-ფილოსოფიური სიტყვები გააუფერულეს: იმედი, ოცნება, ბიძინა, მიშა ქარელი და ა. შ.” – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
