"შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნა, ბრძოლის სიმბოლოდ უნდა იქცეს ფეიკნიუსებთან, ცილისწამებასთან და ტყუილებთან მიმართებაში"
ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში წერს:
"შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის გახსნა, ბრძოლის სიმბოლოდ უნდა იქცეს ფეიკნიუსებთან, ცილისწამებასთან და ტყუილებთან მიმართებაში, რომელიც მედიიდან გადმოდინდება და ასე უხვად "გვეყრება თავზე".
სამწუხაროდ ცილისწამების კანონის არ არსებობის პირობებში, თითოეული ადამიანი დაუცველია.
-გითხრეს, რომ სირაქლემა ხარ?
ჩარგე თავი სილაში!
კიბატონო, ცალკეული ადამიანები სიტყვით, საქციელით, იარაღითაც კი იცავენ საკუთარ ღირსებას, მაგრამ აქ უკვე ერთი ნაბიჯია ლინჩის წესამდე და ჰუმანური სახის დაკარგვამდე...
გაიხსნება პარკი და ვიხილავთ მოვლილ, დავარცხნილ, გადარჩენილ ხეებს და არა ჭია-მატლით ამოხრულ ასწლოვან კულტურას, რომელსაც სოფლის ძაღლები აშარდავდნენ, თანაც თუ იმას გავიხსენებთ, რომ მეპატრონემ ამ ხეში სოლიდური ანაზღაურება მიიღო, ანაზდად საკუთარ ეზოსაც მოვავლებთ თვალს.
-ეგების???
მოკლედ, ტყუილს მოკლე ფეხები აქვს, მაგრამ დროში ტრანსფორმირებული-საშიშია!
ებრძოლეთ მატყუარა ადამიანებს, დაუნახავ ინდივიდებს, ხელისუფლებაში მობრუნების სურვილით და სისხლიანი კალოს დაყენებით შეპყრობილ მანიაკებს და იქნებ თქვენც ჩაგიკრათ თვალი შეკვეთილში მონარნარე ვარდისფერმა ფლამინგომ...
დილა მშვიდობისა,"- წერს ის.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
