"მსოფლიო არასდროს ყოფილა ასე ჩაკეტილი და ასე ერთიანი" - გიორგი კეკელიძე
მწერალი გიორგი კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"მორწმუნესთვის ეს სასჯელია რწმენის სიმცირის გამო.
ურწმუნოსთვის ეს სასჯელია ფიქრის ნაკლებობის გამო.
მოგზაურისთვის ეს სასჯელია გზების გამოტოვების გამო.
მდიდირისთვის ეს სასჯელია გადარაზული ფულის საცავის გამო.
მკითხველისთვის ეს სასჯელია წაუკითხავი წიგნების გამო.
შეყვარებულისთვის ეს სასჯელია დავიწყებული კოცნის გამო.
მტრისთვის ეს სასჯელია დავიწყებული პატიების გამო.
ადამიანისთვის ეს სასჯელია სიცოცხლის ვერ შემჩნევის გამო. სიხარულის ვერ შემჩნევის გამო. ტკივილის ვერ შემჩნევის გამო. ბედნიერების ვერ შემჩნევის გამო. მწუხარების ვერ შემჩნევის. სხვისი ვერ შემჩნევის გამო. საკუთარი თავის ვერ შემჩნევის.
მსოფლიო არასდროს ყოფილა ასე ჩაკეტილი და ასე ერთიანი. ეს ამ ვირუსის უმთავრესი პარადოქსია. დიდი და მნიშვნელოვანი პარადოქსი.
შეიცვლება რამე? ვერ გიპასუხებთ. ადამიანის განსაზღვრა წარმოუდგენელი რამეა. ან ეგებ შეიცვალა უკვე. ძალიანაც შეიცვალა. მე მინდა, რომ შეიცვალოს,"- წერს გიორგი კეკელიძე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
