"ზიარებით არავინ დააავადებულა, მაგრამ საეკლესიო საკითხებზე დაცინვით და ქილიკით, უამრავი"
მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს:
"ეკლესია არ უარყობს დაავადების შემთხვევაში სამედიცინო ჩარევას, პირიქით, ნებისმიერს მოუწოდებს, გართულებამდე მიმართონ მედიკამენტებს...
რაც შეეხება ზიარებას... ,,საკურნებლად სულისა და ხორცისა", მარტო ბუტაფორია არა, სინამდვილეა. ვისაც არ სწამს ქრისტეს სისხლით და ხორცით სხეულის და სულის განკურნების, ის არც უნდა ეზიაროს.
ზიარებით არავინ დააავადებულა, მაგრამ საეკლესიო საკითხებზე დაცინვით და ქილიკით, უამრავი...
აქაც სუბიექტურები ვხდებით... ზომა, წონა ვერაფერში შევინარჩუნეთ...
საღვთისმეტყველო საკითხებს ნუ ავურევთ პირად ინტერესებს...
განსაცდელის ჟამს ღმერთი და ლოცვა თუ დავივიწყეთ, ამაზე დიდი განსაცდელი ისედაც არ არსებობს...
ეკლესია თანაბრად გვეხმარება სულის და სხეულის გასუფთავებაში... არც ერთი ნორმალური არ ქადაგებს, რომ ჰიგიენის ნორმები არ დავიცვათ...
ტაძარში ყოფნა ნებაყოფლობითია... იძულებით წირვის მოსმენა არ ხდება...
რაც ყველაზე მთავარია, ამ საკითხებით ისინი წუხდებიან, ტაძარი მარტო გავლით რომ უნახავთ...
ისე, ღმერთის უარყოფა ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსია...
მე მწამს იმის, რომ ჩემი სიცოცხლე უფლის ხელშია... იმისიც მწამს, რომ ლოცვა უფრო მშველის... მცირედმორწმუნეობა კი, ერთგვარი ,,ვირუსია", რომელიც იმ მცირე რწმენასაც კლავს, თუ ოდნავ, სადმე შემოგვრჩა!.." - წერს მამა პეტრე.
სიახლეები
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა