"სერგეი ლავროვი შეიძლება საქართველოს ეწვიოს ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში... გავრილოვის ღამე მონაგონი იქნება"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეიძლება საქართველოს ეწვიოს ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში. ეს იქნება სერიოზული პროვოკაცია რუსეთის მხრიდან, რომელიც გამოიწვევს საყოველთაო მღელვარებას ქვეყანაში. გავრილოვის ღამე მონაგონი იქნება.
საქართველოს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ოკუპანტი ქვეყნის იმ მაღალჩინოსანის საქართველოში შემოსვლა, რომელიც იყო რუსეთის იმ მთავრობის ყველაზე გავლენიანი წევრი, რომელმაც 2008 წელს განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია.
მოსალოდნელ შედეგებზე პასუხს მთლიანად აგებს საქართველოს ხელისუფლება." - წერს რომან გოცირიძე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
