"კრემლ, წაუთაქე თავში ცხინვალს! გვატყუებთ, ხომ, თქვენი ჭკუით?"- სიმონ კილაძე
პოლიტიკური მიმომხილველი სიმონ კილაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შმდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"კრემლ, წაუთაქე თავში ცხინვალს!
ერთია, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით, როგორც "ბი-ბი-სი" წერდა, საკმაოდ ბევრი კითხვა არსებობს, მაგრამ მეორეა ის, რომ რუსეთის წარმომადგენლების თითქოსდა იმედიანი განცხადებების ფონზე - მალე გათავისუფლდებაო, ექიმი ისევ პატიმრობაში რჩება.
ესე იგი, რა გამოდის? მოსკოვი ეუბნება ცხინვალს - საერთაშორისო სკანდალია ატეხილი, ჩემი რეპუტაციაც ფუჭდება, გაათავისუფლეო, მაგრამ ცხინვალი ჯიუტობს, არ ემორჩილება და ფეხებზე იკიდებს რუსეთს?
კი, მოსკოვს შეუძლია თქვას - რა ვქნა, ვეუბნები, მაგრამ სუვერენული სახელმწიფოა და თვითონ იცის თავისი საქმეო. არაერთხელ უთქვამს ასე.
მაგრამ კრემლ, კარგი ახლა, რა...
მაგ "სუვერენულ" სახელმწიფოს, თუ არ გიჯერებს, წაუთაქე თავში და ცოტა დაემუქრე კიდეც ყველას გასაგონად, ფულს აღარ მოგცემო და ვნახოთ მერე, რას იზამს.
თუმცა, როგორც ჩანს, ორივე გარიგებულები ხართ - მე გეტყვი გაათავისუფლე, მაგრამ შენ დამოუკიდებლობანა ითამაშე და არ გაათავისუფლოო.
გვატყუებთ, ხომ, თქვენი ჭკუით?
მოკლედ, ექიმი ახალ წელს თავის სახლში უნდა შეხვდეს."- წერს სიმონ კილაძე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
