"მან აფხაზეთში ჩადენილ ჩვენს შეცდომას პატიების ძეგლი დაუდგა "მანდარინების" სახით"
ვერ წარმომიდგენია მისი სიკვდილი... სიცოცხლით სავსე ზაზა ურუშაძე, ჯერ კიდევ ახალგაზრდა, საოცრად ადამიანური და დიპლომატი შემოქმედი, უნიჭიერესი რეჟისორი, ხელოვანი...
მასთან ყოველი საუბრისას კინოსამყაროს ახალი ჰორიზონტები იშლებოდა, პირადად ჩემთვის ცხოვრების უცხო და ახალი განზომილებების აღმოჩენა იყო კინოსამყაროს სახით.
ზაზამ ბრძოლის გარეშე მოიპოვა უანგარო, დაუყვედრებელი და ნაპატიები სიცოცხლე, ადამიანური ურთიერთობა ორ მოძმე ერს შორის.
ძალიან ვწუხვარ... ვიზიარებ საქართველოს წუხილს...
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული...
შემოდგომის ღამეს კიდევ ერთი ვარსკვლავი მოწყდა ცას, ჩაქრა და მიისვენა მარადისობაში..."
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
