"ერთი წელი ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ, ოღონდ პოლიტკოსები მარტო არ უნდა დავტოვოთ"
იურისტი ლევან ალაფიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქევეყნებს:
"ეხლა გვმართებს გონიერება და გამძლეობა...
მოთხოვნა:
არსებული მთავრობის გადადგომა და კოალიციურის (არასაპარლამენტო პარტიებიც) ფორმირება, რომელიც მიგვიყვანს 2020 წლის 31 ოქტომბრამდე და არსებითად გააუმჯობესებს საარჩევნო სისტემას. ეს იქნება ტექნიკური მთავრობა, არჩევნების მშვიდობიანი და სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფაზე, აგრეთვე ქვეყნის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი.
არჩევნები აპოლიტიკურმა და დამოუკიდებელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატაროს.
მოთხოვნის ადრესატი: საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიები.
ერთი წელი ბეწვის ხიდზე უნდა გავიაროთ, ოღონდ პოლიტკოსები მარტო არ უნდა დავტოვოთ, წარმმართველი კვლავ ხალხი უნდა იყოს. უნდა გავძლოთ!
P.S. ამ ან ამდაგვარი მოთხოვნის გარეშე მმართველ პარტიას რჩება საშუალება ხალხის პროტესტის ფონზე თქვას რომ შექმნილ ვითარებაზე იღებს პასუხისმგებლობას და მიდის ვადამდელ არჩევნებზე. ამ შემთხვევაში რა ვუთხრათ არ წახვიდეთ, დარჩით მთავრობაში, არ აიღოთ პასუხისმგებლობა-თქო? - არ გამოვა. რიგგარეშეს შემთხვევაში დღეს არსებული მთავრობა რჩება ძალაუფლების ბერკეტებთან, მხოლოდ პარლამენტი მიდის სახლში.
N.B. პროპორციულის მოთხოვნა დღეს გაფორმებული მოცემულობის გათვალისწინებით არაგონივრული და წარმოუდგენელია. ახალი ცვლილებებისთვის 76 ინიციატორიც კი ვერ/არ შეგროვდება.
თქვენიც თქვით, "- წერს ლევან ალაფიშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
