"ასახსნელია ხალხისთვის, რუსეთის ეს საპასუხო ნაბიჯი რეალური იქნება თუ არა"
ჟურნალისტი ვახო სანაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"1. რასმუსენის მიერ ნახსენები ვარიანტის განხორციელებისთვის საჭირო პირობაა საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება.
2. საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას სჭირდება პასუხი ერთ შეკითხვაზე:
თუ ნატოში მიგვიღეს, დაიკარგება თუ არა აფხაზეთი და ცხინვალი. უფრო კონკრეტულად - მიიერთებს თუ არა რუსეთი საქართველოს ორ რეგიონს, როგორც ყირიმი მიიერთა. ეს ტერიტორიები ფაქტობრივად ახლაც ანექსირებულია, მაგრამ უშუალოდ ფედერაციის შემადგენლობაში შეყვანა, ბუნებრივია, უმძიმესი ამბავი იქნება.
ესაა აქ მთავარი სირთულე. არ უნდა მიკიბ-მოკიბვა. ასახსნელია ხალხისთვის, რუსეთის ეს საპასუხო ნაბიჯი რეალური იქნება თუ არა. ეს იყო და იქნება რუსული პროპაგანდის მთავარი საკითხი. ეს პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდება. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ შეკითხვა პროპაგანდის გარეშეც არსებობს.
ამას ვწერ დევნილი აფხაზეთიდან და ნატოში გაწევრიანების აქტიური მომხრე, რომელსაც კარგად მესმის მეხუთე პუნქტის უზარმაზარი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის.
ველოდები კომენტარებს, რომ გავფანტოთ შიში ამ საკითხზე," - წერს ვახო სანაია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
