"ფული ციდან არ ცვივა, ღარბაშვილმაც უნდა იცოდეს და მდიდარიშვილმაც, ამიტომ უნდა გავუშვათ პოლიტიკურ სანაგვეზე"
ცოტნე გამსახურდია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"ნეტავ რამდენი დაიჯერებს ახლა ღარიბაშვილის სისულელეების რახარუხს? დოლარი მალე სამ ლარად სანატრელი გახდება, რაც პირველ რიგში ნიშნავს, რომ ქართული წარმოება არ არსებობს, ქართული ვალუტის ყიდვა არავის სჭირდება ქართული პროდუქციის ან მომსახურებათა შესაძენად. შეიძლება ითქვას, ლარის მდგომარეობა ქვეყნის მდგომარეობის სარკეა.
ეს იდიოტი კიდევ გამოდის და ისრაელს ედრება, ისრაელი და ამერიკა კიარა, შენმა ნათესავებმა რომ მილიარდი მოიპარეს, და მაგისთვის გაგაბუნძულეს სახლში, იმაზე პასუხი თუ აგო ვინმემ? ვინმემ დაითვალა, რამდენი ბავშვი შიმშილობს, რამდენი ადამიანი დარჩა უსახლკაროდ, რამდენი მოკვდა ავადმყოფობით, შიმშილით, უწამლობით, რადგან ასეთმა ნაძირლებმა მილიარდები მოიპარეს?! თუ ჯოგს გონია, რომ ფული ციდან ცვივა ამ ქვეყანაში და მიდიი, აიღე რამდენიც გინდა, არავის არაფერი მოაკლდება...
ფული ციდან არ ცვივა, ღარბაშვილმაც უნდა იცოდეს და მდიდარიშვილმაც. სწორედ ამიტომ უნდა გავუშვათ პოლიტიკურ სანაგვეზე და ციხეში 2020-ში!" - წერს ცოტნე გამსახურდია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
