"რუსეთის გარეშე საქართველოში არ იქნება არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა"
პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"რაც შეეხება “იმედზე” გასულ ფილმს.
აქ მთავარი კითხვა არ არის - რა არის ამ ფილმში სიმართლე და რა ტყუილი?
მთავარი კითხვაა - სად მთავრდება ხელისუფლებისთვის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი და იწყება სახელმწიფო ინტერესი?
როგორც ჩანს, პირველი არ მთავრდება არასდროს და შესამბამისად, მეორე არ იწყება.
იგივე ისტორიის გაგრძელებაა, როდესაც ლარის კურსის ვარდნას და მთლიანად ეკონომიკაში არსებულ პრობლემებს ხელისუფლება უკავშირებს რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობებს და კერძოდ რუსი ტურისტების ნაკლებობას.
ნებსით, თუ უნებლიედ სახელისუფლებო პროპაგანდა ნებაყოფლობით ასრულებს რუსული რბილი ძალის მთავარ ამოცანას - რუსეთის გარეშე საქართველოში არ იქნება არც მშვიდობა და არც კეთილდღეობა.
ფაქტიურად, “იმედმა” და სახელისუფლებო სპიკერებმა უმუშევრად დატოვეს «РТР», «1 канал», «НТВ», რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში სწორედ ამ აზრს ამკვიდრებდნენ."- წერს გია ხუხაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
