"რუსისგან დაპყრობილ ქართულ მიწას ოკუპირებული ჰქვია, ხოლო ჩინელზე, არაბზე, თურქზე და ირანელზე გაყიდულს პროგრესი"
ისტორიკოსი გურამ ქართველიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"--- ტვინოკუპაცია ---
რუსისგან დაპყრობილ ქართულ მიწას ოკუპირებული ქვია, ხოლო ჩინელზე, არაბზე, თურქზე და ირანელზე გაყიდულს პროგრესი. აფხაზეთი და ზემო ქართლი ოკუპირებულია, ხოლო ტაო კლარჯეთი, გარეჯი ან ლორე არა. ასე ფიქრობს ახალგაზრდობის დიდი ნაწილი, ანუ საქართველოს მომავალი და ასეთ აზრს უფროსი თაობის ქოცნაც არმია უსხამს წყალს. ერის დიდ ნაწილს კი საერთოდ არ აღელვებს ეს ვაქჰანალიურობა და სარჩოს მოპოვებითაა დაკავებული.
მოკლედ რომ შევაფასოთ რეალობა და ახალი ქართველების პატრიოტობა, ის ასეთ პოლიტფორმულას მოგვცემს --- ,,ოღონდ რუსს არ დარჩეს საქართველო და წყალსაც წაუღია საქართველო". ხო მოგწონთ? მეორენაირადაც შეიძლება ითქვას ქართველების ეს ,,გენიალური,, გეოპოლიტიკური ხედვა --- ,,ოღონდ მედასავლეთე ვიყო და წყალსაც წაუღია საქართველო,,. ამ ფონზე კი ყველა მომავლის ფუჭი იმედით გულხელდაკრეფილ ქართველს გეტყოდით სათქმელს, მაგრამ აქ უხერხულია, თქვე ტვინოკუპირებულებო,"- წერს გურამ ქართველიშვილი"
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
