"რუსეთისთვის მიუღებელია თავისუფალი, დამოუკიდებელი და წარმატებული საქართველო"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ეთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთი, რომელიც დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან უწყვეტ აგრესიას აწარმოებდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, აგრესიის ღია ფორმაზე გადავიდა და კონფლიქტში უშუალოდ, რუსული სახელმწიფოს სახით ჩაერთო.
მიუხედავად გეგმაზომიერი ინტერვენციის აშკარა ნიშნებისა, აგვისტოს ომი მაინც შოკისმომგვრელი იყო დასავლეთისთვის, რადგან 1979 წელს ავღანეთში შეჭრის შემდეგ, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი ღიად დაესხა თავს სუვერენულ სახელმწიფოს. სამწუხაროდ, ცივილიზებულ სამყაროს კიდევ რამდენიმე წელი, ათიათასობით მსხვერპლი, ჩამოგდებული სამოქალაქო ავიალაინერი და უკრაინის რეგიონების ოკუპაცია და ანექსია დასჭირდა იმის საბოლოოდ გასაცნობიერებლად, რომ ეს პოლიტიკა თანამედროვე რუსეთის ერთადერთი რეალური სახეა.
მთავარი გაკვეთილი, რომელიც 2008 წლის ომიდან უნდა გამოვიტანოთ არის ის, რომ რუსეთისთვის მიუღებელია თავისუფალი, დამოუკიდებელი და წარმატებული საქართველო; შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობების „დალაგების“ ნებისმიერი მცდელობა იმთავითვე განწირულია წარუმატებლობისთვის და, რეალურად, ოკუპანტზე დამოკიდებულების ზრდასა და სახელმწიფო ინტერესების შეგნებულ დათმობას წარმოადგენს.
ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამოსავალი არის რეალური დემოკრატია, სწრაფი ეკონომიკური ზრდა და საზოგადოების ფართე კონსენსუსი ძირეულ, სასიცოცხლო საკითხებზე, რათა არჩევნები აღარ იწვევდეს გეოპოლიტიკურ რყევებს და, შესაბამისად, რუსეთისთვის აზრი დაკარგოს ქართულ არჩევნებში ჩარევამ. სწორედ ეს არის ქვეყნის დეოკუპაციისა და ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის ერთადერთი გზა," - წერს ზაზა ბიბილაშვილი.
სიახლეები
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა
- "ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა, შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება"
- "ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია"
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში