"შეუდარებლად მეტს უთვალთვალებენ და იწერენ დღეს, ვიდრე 2012 წლამდე"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაზა ბიბილაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინარსის სტატუსს აქვეყნებს:
"არჩილ ("კობზონ") თალაკვაძე: "მჯერა, პირადი ცხოვრების ამსახველი არც ერთი უკანონო ჩანაწერი ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ შექმნილა."
ტყუილია. შეუდარებლად მეტს უთვალთვალებენ და იწერენ დღეს, ვიდრე 2012 წლამდე. კონტრდაზვერვა აღარ გვყავს და, რეალურად, სუსი მხოლოდ პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას ასრულებს. უბრალოდ, ქოცმა კანონი შეცვალა/მოირგო და გვარწმუნებს, რომ ახლა ეს ყველაფერი "კანონიერად" ხორციელდება.
და მეორე - პირადი ცხოვრების ამსახველი ყველა(!) ჩანაწერი გასაჯაროვდა ივანიშვილის პირობებში. სწორედ 2012 წლის შემდეგ იქცა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება პოლიტიკური ბრძოლისა და პოლიტიკური მკვლელობების რუტინულ იარაღად.
გაიგე, არჩილ?"- წერს ზაზა ბიბილაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
