"როგორც უსინდისოდ დაინიშნა, ისე უსინდისოდ მიდის... სისხლიან დარბევას არ შეუწუხებია"
როგორც უსინდისოდ დაინიშნა, ისე უსინდისოდ მიდის, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ გიორგაძის მიერ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტის დატოვებას.
„მოედინება და მოაქვს მდინარეს. როგორც უსინდისოდ დაინიშნა ისე უსინდისოდ მიდის. სისხლიან დარბევას არ შეუწუხებია, წასვლის მიზეზად სტანდარტულ მოტივს "სისტემაში ახალ სისხლს" ასახელებს. სინამდვილეში, მოხსნეს! მოხსნეს იმის გამო, რომ მთელი მისი სფერო ეს დღეებია რუსთაველზე დგას და აბა "რობიკას" [სტურუა] უფროსი გიორგაძე ისედაც არასდროს ყოფილა“, - წერს გიგი უგულავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პიორველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ თანამდებიბის დატოვების შესახებ დღეს, „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
