"თუ ყველაფერი კანონის მიხედვით მოხდა, რატომ არ აქვეყნებთ დღემდე დარბევის შესახებ ბრძანებას?"
ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში წერს:
" შეაყარე კედელს ცერცვი მაგრამ მაინც პრემიერის კითხვებსა და აქცენტებზე :
-თუ თვლიდით რომ პროტესტი სამართლიანი იყო და სოლოდარული იყავით რატომ არ ჩახვედით პარლამენტის წინ როგორც კი ხალხმა დაიწყო შეკრება?
-თუ თვლიდით ქვეყნის სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა შეილახა, რატომ არ განახორციელეთ მაშინვე სიმბოლური აქტი და მხურვალე პატრიოტული მგზნებარე გამოსვლით რატომ არ გადადგა კობახიძე;
- უფრო მეტიც სად არის დღემდე კობახიძის ბოდიში, სინანული, პოზიცია;
- რა საჭიროა ეს ტყუილები საერთაშორისო ორგანზიაციებზე, ან რაში გჭირდებათ, გაღელვებდეთ მაინც რას წერენ. სინამდვილეში ინტერნეტის საუკუნეში ვცხოვრობთ და ვისაც აინტერესებს ყველაფერი აგერ არის HRW, AI და ა.შ.
- თუ ყველაფერი კანონის მიხედვით მოხდა რატომ არ აქვეყნებთ დღემდე დარბევის შესახებ გადაწყვეტილებას / ბრძანებას? რა წერია შიგ? რით არის დასაბუთებული იმ საშუალებების გამოყენება რომელიც ყველამ ერთად ვიხილეთ, ცალკ-ცალკე და იმ თანმიმდევრობით როგორც გამოიყენეს?
- შსს მინისტრი, ვიცე-პრემიერი და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი როდესაც არის ის ადამიანი ვის მიერ კანონის დარღვევაც სავარაუდოდ შესაძლოა გამოიკვეთოს გამოძიების დროს, დროუბით და სიმბოლურად მაინც ჩამოშორებულიც რომ არ არის თანამდებობიდან რა ფასი აქვს "მიმიდინარეობს გამოძიება" სიტყვებს?
- გავაგრძელო? ვარდების რევოლუციაზე უბრალოდ არც აგიხნით, ამის გაგებას მოსკოვების განათლება ვერ შეწვდება.ამჯერად საკმარისია მგონი," - წერს თინა ხიდაშელი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
