"ვიწყებ აქციას #ვიციროგაქვთ მივმართავ და ბატონ გიორგი გახარიას!" - ლალი მოროშკინა
ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:
"ვიწყებ აქციას #ვიციროგაქვთ
მივმართავ ბატონ გიორგი გახარიას!
ბატონო გიორგი, ვიცით რომ ძალიან "გაწვებათ" სახ.დეპი, ვიცით, რომ თქვენს სიძლიერეს თვენსავე წინააღმდეგ მიმართავენ!
ჩვენს ქვეყანას პირველად ყავს ინტელექტუალი და ნამდვილი პოლიტიკოსი შსს მინისტრი!
1.გაასაჯაროეთ ყველა " ნჯო"-ს ანგარიშები, რომლებმაც მიიღეს ამ დღეებში დაფინანსება ქვეყნის გადატრიალების მოსაწყობად,
#ვიცირომგაქვთ
2.დაიდოს " ოცნების" "ნაცებთან" გარიგებულ მოღალატეთა სია
#ვიცირომგაქვთ
3.დაიდოს ყველა ბარიგის ვინაობა, რომელიც აქციას წამლით ამარაგებს!
#ვიცირომგაქვთ
4.გაასაჯაროეთ ყველა ტროლის და დესტრუქციული ელემენტის ვინაობა,რომელიც აბულინგებს მთავრობის მხარდამჭერებს
#ვიცირომგაქვთ
5. დაასახელეთ ყველა რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის მატარებელი და რუსეთთან უშუალო თანამშრომლობაში მყოფი პიროვნება, რომელიც ამავდროულად "რუსეთი ოკუპანტიას"-გაიძახის!
#ვიცირომგაქვთ
6.დაასახელეთ თქვენს რიგებში ნაცებიდან პორტირებული ყველა ზონდერის გვარი, რომლებმაც რუსთაველზე ესროლეს ბავშვებს
#ვიცირომგაქვთ
7. მოაწყვეთ "კასრების კადრების" რეტროსპექტივა!!!
ყველამ ნახოს, რა ელოდებათ სახელმწიფოს დამხობის შემდეგ!
#ვიცირომგაქვთ
8. მიიტანეთ პარლამენტში აქციის მონაწილეებისგან ამოღებული დანები, კასტეტები, მოლოტოვის კოქტეილები,
ხელნაკეთი იარაღები, მონადორის თოფები
#ვიცირომგაქვთ
აგვაცილეთ სამოქალაქო ომი!
ჩვენი ქვეყანა ძმათა კვლას ვეღარ გადაიტანს!
ვიცი რომ შეგიძლიათ!!!" - წერს იგი.
სიახლეები
- "ნინო დათაშვილის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნა იმის გამო, რომ მისმა ადვოკატმა წარადგინა დოკუმენტები მის ფსიქოლოგიურ არამდგრადობასთან დაკავშირებით" - პროკურატურა
- "ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა, შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება"
- "ეს ადამიანები უწყვეტად საუბრობენ მშვიდობიან რევოლუციაზე, ხან არამშვიდობიან რევოლუციაზე, დამხობაზე, მშვიდობიანი დამხობა ერთგვარი ოქსიმორონია"
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი, მათ შორის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში