"გეტყვით, რატომ აღარ ელაპარაკება ზაზა სარალიძე რუსთავი 2-ს და რატომ ელაპარაკება ტვ იმედს"
ნიკა გვარამია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
”კვირას, განსხვავებულ აქცენტებში, ბევრს ვილაპარაკებ, რატომ აღარ ელაპარაკება ზაზა სარალიძე რუსთავი 2ს. არხს, რომელმაც არათუ გახსნა ეს საქმე, არამედ, საერთოდ, შექმნა სარალიძის საქმის ფენომენი. და რატომ ელაპარაკება იგივე ზაზა სარალიძე ტვ იმედს, რომელიც მონსტრს აკეთებდა მთელი წელიწადნახევარი მისგან. რატომ ბომბავს დღეს მხოლოდ პროკურატურას და საერთოდ რატომ გააქრო ნარატივიდან შსს, რომელმაც სინამდვილეში პირველმა გააფუჭა საქმე და მერე გააპრავებია პროკურატურას. ვისი ინსტრუმენტია სარალიძე დღეს და ვის პირდაპირ ინსტრუქციებს ასრულებს, ნებსით თუ უნებლიედ (ამაშიც გავერკვევით).
ვილაპარაკებ მორიდების გარეშე, როგორც მე მჩვევია. უსამართლობისას დანდობა არ ვიცი, მოგეხსენებათ, და არანაირ სტატუსს ანგარიშს არ გავუწევ, ესეც მოგეხსენებათ,” - წერს ნიკა გვარამია.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
