"საქართველო შესულია უმძიმეს გეოპოლიტიკურ ჩიხში" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადება სატრანზიტო მარშრუტთან დაკავშირებით, „ყველაფერს ანგრევს“, რასაც საქართველომ 1990-2000 წლებში მიაღწია.
სააკაშვილის თქმით, საქართველო უმძიმეს გეოპოლიტიკურ ჩიხშია.
„ილჰამ ალიევის განცხადება, რომ დღეს სატრანზიტო მარშრუტი საქართველოზე გადის და ხვალ სომხეთზე გაივლის, ანგრევს ყველაფერს რასაც მივაღწიეთ 90-იან და 2000-იან წლებში, როგორც ქვეყანამ.
საქართველო შესულია უმძიმეს გეოპოლიტიკურ ჩიხში, რომელიც უახლოეს ხანში დასრულდება, ან ჩვენი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმებით, ან მაფიოზი ივანიშვილის მარწუხებიდან თავის დაძვრენით და ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე, ხელახლა გასვლით”, - წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
