" ის, რომ მადურო სასტიკი, არალეგიტიმური დიქტატორია, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ვენესუელაში დონალდ ტრამპის ქმედება იყო როგორც უკანონო, ასევე არაგონივრული"

დონალდ ტრამპის ქმედებები ვენესუელაში ამერიკას უფრო უსაფრთხოს, ძლიერს ან ხელმისაწვდომს არ ხდის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა და პრეზიდენტობის კანდიდატმა „დემოკრატიული პარტიიდან“ კამალა ჰარისმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ის, რომ მადურო სასტიკი, არალეგიტიმური დიქტატორია, არ ცვლის იმ ფაქტს, რომ ეს ქმედება იყო როგორც უკანონო, ასევე არაგონივრული. ჩვენ ეს ფილმი ადრეც გვინახავს. ომები რეჟიმის შეცვლისთვის ან ნავთობისთვის, რომლებიც საღდება, როგორც ძალა, მაგრამ ქაოსში იზრდება და ფასს ამერიკული ოჯახები იხდიან“, - აღნიშნა ჰარისმა.

მისი განცხადებით, ამერიკელ ხალხს ეს არ სურს და დაიღალა ტყუილით.

„საქმე არ ეხება ნარკოტიკებს ან დემოკრატიას. საქმე ეხება ნავთობს და დონალდ ტრამპის სურვილს, ითამაშოს ძლიერი რეგიონული ლიდერის როლი. მას რომ რომელიმე მათგანი ადარდებდეს, არ შეიწყალებდა მსჯავრდებულ ნარკოდილერს და არ გარიყავდა ვენესუელას ლეგიტიმურ ოპოზიციას, მადუროს მეგობრებთან გარიგებების მიღწევისას“, - განაცხადა ჰარისმა.

მისი მოსაზრებით, დონალდ ტრამპი საფრთხეში აგდებს ქვეყნის ჯარებს და რეგიონის დესტაბილიზაციას ახდენს.

„პრეზიდენტი საფრთხეში აყენებს ჯარებს, ხარჯავს მილიარდებს, ახდენს რეგიონის დესტაბილიზაციას და არ სთავაზობს არანაირ იურიდიულ უფლებამოსილებას, არ სთავაზობს გასვლის გეგმას და არანაირ სარგებელს ქვეყნის შიგნით“, - აღნიშნა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

მისი განცხადებით, ამერიკას სჭირდება ლიდერობა, რომლის პრიორიტეტებია ოჯახებისთვის ხარჯების შემცირება, კანონის უზენაესობის აღსრულება, ალიანსების გაძლიერება და - რაც მთავარია - ამერიკელი ხალხის პირველ ადგილზე დაყენება.

წაკითხვა 158 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.