"ღარიბაშვილს და ლილუაშვილს შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ვფიქრობ, ციხე არ ელით"
ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მათ შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვათ, ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ციხე არ ელით.
„ჩემი აზრით, ივანიშვილი ღარიბაშვილს და ლილუაშვილს არ დაიჭერს, რამდენიმე მიზეზის გამო - მათ იციან სიმართლე ეროსი კიწმარიშვილის „თვითმკვლელობის“ და შემდეგ ეროსის ოჯახის ჩაჩუმების შესახებ.
ისინი მონაწილეობდნენ რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში და ასევე, 2022-დან რუსული ფულის გათეთრებაში.
მათ იციან ყველა დეტალი რუსთავის ციხეში ჩემს მოწამვლაზე, ამიტომ მათ შეიძლება უბედური შემთხვევა შეემთხვეთ ან რაიმე „მოულოდნელი სენი დაემართოთ“, მაგრამ ციხე ვფიქრობ, არ ელით“, - წერს სააკაშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებით.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
