“ვისაც გგონიათ ან გაგვაჩუმეს, ან გადაგვასახლეს, ან სულაც მოვკვდით, იმედი უნდა გაგიცრუოთ” – თამარ ბაჩალიაშვილის დედა
თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი მიმართვას ავრცელებს:
,,ყურადღება! ყურადღება! იმათ გასაგონად ვისაც გგონიათ ან გაგვაჩუმეს, ან შეგვაშინეს, ან გადაგვასახლეს , ან სულაც მოვკვდით, იმედი უნდა გაგიცრუოთ .მთლად ჯანმრთელად არა მარა ცოცხლები ვართ და ველოდებით უფლის ნებას. დაილოცოს შეუცნობელი გზანი უფლისანი! ორმა კინკილა განადგურებულმა ადამიანმა ამხელა მონსტრის( სისტე მის)წინააღმდეგ ვერაფერი რომ ვერ გავაწყეთ (ძალა აღმართს რო ხნავდა) , მორწმუნე ადამიანების კეთილი რჩევების გათვალისწინებით მივენდეთ უფალს.
და ჰოი საოცრებავ, ძლიერნი ამა სოფლისანი სულ არ ყოფილან ძლიერები ღმერთის წინაშე. ( შემოქმედს ვერ მოისყიდი, მის წინაშე ვერ გააყალბებ, თვალებში ნაცარს ვერ შეაყრი და ბოლობოლო უბრალოდ ვერც მოატყუებ და ვერ იმართლებ თავს). გესლიანი და ბოროტი ხალხის საყურადღებოდ პროცესი დაწყებულია და ის შეუქცევადია.
მე მჯერა უფლის სამართლის, რამეთუ ჩემი ღიმილა შვილის ცოდვას არავის შეარჩენს. მადლობა უფალო! სამართალი მაინც იზეიმებს მავანს უნდა თუ არა ეს!“
ინფორმაციისთვის, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც. 2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაული არ ჩადენილა, მან თავი მოიკლა და საქმე ამ დასკვნით დაიხურა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
