„ფედერალისტები“ კოორდინაციაში ვიქნებით მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან და არა ავტოკრატიებთან, როგორიცაა „ლელო“, ენმ და ცხადია, „ქოცები“

„ფედერალისტები“ კოორდინაციაში ვიქნებით მხოლოდ და მხოლოდ დემოკრატიულ ძალებთან და არა ავტოკრატიებთან, როგორიცაა „ლელო“, ენმ და ცხადია, „ქოცები“, ნებისმიერი ავტოკრატიული ძალა ყუმბარიანი მაიმუნია დემოკრატიულ პროცესში და მარცხისთვისაა ყველა პროცესი განწირული, სადაც ისინი გაერევიან, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, შედეგს მოიტანს მხოლოდ ავტოკრატიების გარიყვა და დემოკრატიების თანამშრომლობა.

„ნებისმიერი ავტოკრატიული ძალა ყუმბარიანი მაიმუნია დემოკრატიულ პროცესში და მარცხისთვისაა ყველა პროცესი განწირული, სადაც ისინი გაერევიან. ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს. ცხადია საქმე სახელებში არაა – სისტემაშია, სისტემურ შეუთავსებლობაში. „ლელო“ და ენმ სისტემურად შეუთავსებელია დემოკრატიულ პროცესთან, რადგან ორივე, „ქართული ოცნების“ მსგავსად, ერთი კაცის ახირებით იმართება და არა ამომრჩევლის ინტერესებით – ავტოკრატიაა ორივე! ვისაც გამარჯვება უნდა და თავში ტვინი აქვს, ამ იდეას გააძლიერებს და გაგვატანინებს. გონიერი ხალხი თუ არ გვეყო და დღის წესრიგი ისევ ავტოკრატებმა მოიტაცეს, ცხადია ისევ დამარცხდება პროცესი, უბრალოდ „ფედერალისტები“ ამ მარცხზე პასუხისმგებლობას არ გავინაწილებთ, როგორც 4 ოქტომბერზე არ ავიღეთ. გზა ერთადერთია და გზა არის ეს! სანამ ამ გზას არ გავივლით, აღთქმულ მიწამდე ვერ მივალთ და სულ რომ მარტომ ვიარო, მაინც სწორად ვივლი იმიტომ, რომ, როცა არ უნდა იყოს, შედეგს მოიტანს მხოლოდ და მხოლოდ ეს: ავტოკრატიების გარიყვა, დემოკრატიების თანამშრომლობა. სხვა არჩევანი, მათ, ვისაც საქართველოს კეთილდღეობა რეალურად გვანაღვლებს არ გაგვაჩნია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

წაკითხვა 292 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.