"კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს „სინდისის პატიმრად“ მოიხსენიებს" - შალვა პაპუაშვილი
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს შიდა ტერორიზმის საფრთხის დაკნინება და ძალადობის პროპაგანდის დაფინანსება.
„იტყოდა ადამიანი, რომ კატასტროფაა, როდესაც ევროპული ფონდებიდან დაფინანსებული მედია ტერორისტს „სინდისის პატიმრად“ მოიხსენიებს. თუმცა როდესაც თავად ევროკავშირის საელჩოს აქვს მიმოწერა იმავე ტერორისტთან, ხვდები, რომ ეს არა ერთეული წამოცდენა, არამედ ერთი ხელით ორკესტრირებული პროპაგანდისტული ხაზია, რომლის მიზანი ტერორიზმის გამართლება და ძალადობის ნორმალიზებაა.
ცალკე ამბავია, რომ ტერორისტების მხარდამჭერი ამ პროპაგანდისტული მედიის ხელმძღვანელს ორი დღის წინ ევროპარლამენტმა პრემია მიანიჭა, რითიც კიდევ ერთხელ ნათელი გახადა ბრიუსელში არსებული ღირებულებითი კრიზისი.
ბრიუსელმა უნდა შეწყვიტოს შიდა ტერორიზმის საფრთხის დაკნინება და ძალადობის პროპაგანდის დაფინანსება“, – წერს პაპუაშვილი.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
