“პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და ლაშა ბერიძის გმირობა შევა ისტორიაში” – სააკაშვილი
“პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის და ლაშა ბერიძის დაპატიმრება, მათი გმირობა შევა ისტორიაში”, – ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
“პაატა ბურჭულაძეს ჰყავს უამრავი გულშემატკივარი და მეგობარი დასავლეთში. აქვს ძალზე კომფორტული სახლი გერმანიაში, ერთ-ერთი ქალაქის ცენტრში, რომელშიც მე არაერთხელ ვყოფილვარ და რომელსაც უვლის მისი ოდესელი მეუღლე.
ამერიკაში მისმა უახლოესმა მეგობარმა, მსხვილმა ბიზნესმენმა, ჩემმა ნაცნობმა და გულშემატკივარმა შესთავაზა მას ბიზნესის ნაწილი და უზრუნველი ცხოვრება, მაგრამ პაატამ გამოიჩინა საოცარი პატრიოტიზმი და საარაკო გამბედაობა.
მედგრად შეებრძოლა უსამართლობას და დადგა ქართველების გვერდით. პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძის დაპატიმრება, მათი გმირობა შევა ისტორიაში.
დასავლეთის პრესა აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას რომ საქართველოში ადგილობრივ არჩევნებში გაიმარჯვა ოცნებამ, მაგრამ ხალხი ქუჩაში აპროტესტებს არჩევნების შედეგებს. აი რატომ იყო შეცდომა ამ არჩევნებში მონაწილეობა და სწორი იყო არჩევნების ბოიკოტი და საერთო სახალხო კრების გამართვა 4-ში”, – წერს სააკაშვილი.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
