“პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის და ხაზარაძის სიტუაციური „კუკლაა“ ისეთი ერთობების ასარევად, სადაც ბელადი და ფულის ტომარა ძალაუფლების წყარო/ყურადღების ცენტრში არ არიან” – ჩერგოლეიშვილი
“მეგობრებო, პაატა ბურჭულაძე სააკაშვილის და ხაზარაძის სიტუაციური „კუკლაა“ ისეთი ერთობის ასარევად, სადაც ბელადი და ფულის ტომარა ძალაუფლების წყარო/ყურადღების ცენტრში არ არიან. ასე არტყმევინეს წიხლები სალომე ზურაბიშვილზე”, – ამის შესახებ, „ფედერალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ახლა დემოკრატიული ძალების ძალისხმევას აბიაბურებინებენ იმით, რომ 4 ოქტომბერს იჯადოქრებს (დავინახავთ, რეალურად რა შეუძლია ბატონ პაატას). ის საბჭოთა-მაფიოზური წარმოდგენების დელუზიური ბერიკაცია და მისი სერიოზულად მიღება მიმღებებზე მეტს ამბობს, ვიდრე თავად ბურჭულაძეზე. ერთადერთი, რის გარანტიასაც გაძლევთ ისაა, რომ ოლიგარქიის წარღვნაში მოჰყვება და პოლიტიკიდან გაქრება ცუდი სიზმარივით.
პ.ს. ტარიელ ონიანთან ტორღიალზე გამახსენდა“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
