"გაბრაზებულმა უფალმა ერთი ჭიქა შავი ღვინო ასვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მეტყველების უნარი წაართვა"- რომან გოცირიძე
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის სტატუსს აქვეყნებს:
ჯერ იყო და იმ დღესვე გაგვაფრთხილა, როცა პარლამენტმა კანონი მიიღო-ქართული ოცნების ზუგდიდის საარჩევნო
შტაბს მეხი დასცა. არაო, არ ირწმუნეს, დენის მოკლე ჩართვა იყოო. მერე იმ საზეიმო დღეს წვიმა, სეტყვა და ქარიშხალი მოგვივლინა. არც ამისთვის მიუქცევიათ ყურადღება. გაბრაზებულმა უფალმა ერთი ჭიქა შავი ღვინო ასვა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და მეტყველების უნარი წაართვა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკური ხარვეზი იყოო. ახლა მორიგ სასჯელს უნდა ველოდოთ-გული მიგრძნობს დაადუმებს პარლამენტს.
სასჯელი დეპუტატებისთვის იქნება, თორემ ხალხისთვის ჯილდო.
იცის ღმერთმა თავისი საქმე. "- წერს რომან გოცირიძე
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
