"ქოცი” უდრის “ნაცს” კი არა, “ქოცი” უდრის “ქოცს” - ეს დაამტკიცა დღეს გახარიამ წულუკიანის ღალატის კომისიაზე" - თინა ბოკუჩავა
“ქოცი” უდრის “ნაცს” კი არა, “ქოცი” უდრის “ქოცს”. აი, ეს დაამტკიცა დღეს გახარიამ წულუკიანის ღალატის კომისიაზე, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მისვლას.
როგორც ბოკუჩავა წერს, გახარიამ ვერც “ოპოზიციონერობის” პერიოდში გაბედა სიმართლის თქმა და ერთადერთი, რითაც თავს იწონებს ოპოზიციონერის რანგში „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმაა.
ბოკუჩავას თქმით, 20 ივნისი იყო თვითორგანიზებული სახალხო ანტირუსული აქცია და არანაირ ორგანიზებულ შტურმს ადგილი არ ჰქონდა.
„სინამდვილეში მე გეტყვით, რა მოხდა 20 ივნისს. “ნაცებით იყო გაჭედილი პარლამენტიო", ყალბი სიყეყეჩით ხომ ბრძანებდა დღეს ბატონი გახარია? კი, მე ვიჯექი სხდომათა დარბაზში, საიდანაც სერგეი გავრილოვი პირადად გავაგდე, სხვა ოპოზიციონერებთან ერთად, რითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ. გახარია თავიდან ფეხებამდე ოფლისგან სველი, შეშლილი თვალებით დარბოდა პარლამენტის კორიდორებში რუსთაველზე დარბევა რომ დაიწყო. რატომ? იმიტომ, რომ "სუპერძალოვან მინისტრს” გადაახტნენ, არაფრად ჩააგდეს. თუმცა, საკუთარი თავის გადასარჩენად და იმიტომ, რომ მისი ყალბი სიყეყეჩის მიღმა იმალება საკმაოდ გაუბედავი კაცი, მან ეს არ თქვა და მოიპოვა პრემიერად დაწინაურება. ვერც “ოპოზიციონერობის” პერიოდში გაბედა სიმართლის თქმა და ერთადერთი რითაც თავს იწონებს ოპოზიციონერის რანგში, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ თავდასხმაა. ოღონდ მაგაშიც კომისარი წულუკიანი ჯობნის და ჯაბნის.
ყველამ კარგად იცის, ვინც 20 ივნისს „ქოცების“ მხარეს არ იდგა, რომ ეს იყო თვითორგანიზებული სახალხო ანტირუსული აქცია, არანაირ “ორგანიზებულ შტურმს” ადგილი არ ჰქონდა და ერთადერთი დანაშაული, რომელსაც ადგილი ჰქონდა, იყო პროტესტის სისხლიანი დარბევა.
უახლოეს მომავალში იხილავთ "ნაციონალური მოძრაობის" სიმართლის კომისიას, სადაც მოისმენთ ქოცურ-რუსული პროპაგანდის საპირწონე ფაქტებს, სიმართლეს და მხოლოდ სიმართლეს“,- წერს ბოკუჩავა საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
