" 7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება!"
7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება! - ამის შესახებ კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ხაზარაძე აღნიშნავს, მოთხოვნა იგივეა - „ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!“
„კიდევ ერთხელ ვიმეორებ - 7 თვით ადრე, დღის წესრიგში ადგილობრივი არჩევნების საკითხის შემოტანა არის ბიძინას სცენარის შეგნებულად, თუ შეუგნებლად გატარება!
ეს არის აღიარება, რომ ოპოზიცია ახალ არჩევნებს ვერ აღწევს.
ეს არის აღიარება, რომ ოქტომბრამდე სინდისის პატიმრებს ვერ ათავისუფლებ.
ეს ნიშნავს, რომ მთელი მედიასივრცე და საზოგადოების ყურადღებაც ამ თემისკენ გადართო.
ჩვენი მოთხოვნა იგივეა - ახალი არჩევნების მიღწევა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება!
ეს არის დღეს მთავარი საკითხი!” - წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
