"ტყუილად იხარჯებით, "ქოცებო" - თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ" - გიორგი ვაშაძე
ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა „მეგობარი აქტი“, რომელიც “ქართული ოცნების“ რეჟიმს ანტიდასავლურ, ავტორიტარულ ძალად აღიარებს - ტყუილად იხარჯებით, ქოცებო – თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ვაშაძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ ცდილობს ფაქტი „ოპოზიციის აკრძალვის თემით გადაფაროს“.
"ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტმა დაამტკიცა „მეგობარი აქტი“, რომელიც “ქართული ოცნების“ რეჟიმს ანტიდასავლურ, ავტორიტარულ ძალად აღიარებს – ეს ივანიშვილისა და მისი „კლანის“ საერთაშორისო ასპარეზიდან საბოლოო მოკვეთას ნიშნავს. რეჟიმი ცდილობს, ეს მარცხი ოპოზიციის აკრძალვის თემით გადაფაროს, მაგრამ ტყუილად იხარჯებით, ქოცებო – თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ!", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
