"დათბა დღეს და გამოეფინა აგენტურა, FARA-ც რუსული კანონიაო - ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?!"
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ახალი დავალება აქვთ მიღებული, ამერიკული FARA-ს ქართულ ანალოგს კვლავ „რუსულ კანონი“ რომ უწოდონ.
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
„დათბა დღეს… ახალმა დავალებამაც არ დააყოვნა და გამოეფინა აგენტურა - FARA-ც რუსული კანონიაო… ახლა აღარ მოგწონთ ამერიკული სამართალი?!
არ იქნება სამართალი? არ იქნება მშვიდობა!“,- წერს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ამბობენ, რომ „აშშ-ში მოქმედი „ფარა“ დამოუკიდებელი არასამთავრობოებისა და მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს“.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
