"ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას" - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კვლევითი ორგანიზაციის, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ გამოქვეყნებულ 2025 წლის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსს ეხმაურება.
„ეკონომიკის თავისუფლების ინდექსში საქართველო უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას, აგრეთვე ევროკავშირის და ნატო-ს წევრ 16 სახელმწიფოს“, – წერს კობახიძე სოციალურ ქსელში.
ამერიკულმა კვლევითმა ორგანიზაციამ, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენმა“ 2025 წლის ეკონომიკის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა. ინდექსის მიხედვით, საქართველოს შეფასება 0,6 პუნქტით გაუმჯობესდა, 69 ქულით მსოფლიოში 35-ე ადგილზე გავიდა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მოხვდა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
