"ტრამპმა კმაყოფილებით განაცხადა, რომ კიევის ლიდერისგან გზავნილი მიიღო, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების გაფორმების შემდეგ ამერიკული იარაღის მიწოდება განახლდება"
მტრისთვის „მაქსიმალური მარცხის“ მიყენება ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება. რუსეთი წინ მიიწევს. მტერი წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებს და ჯერ არ დამარცხებულა. ბანდერას რეჟიმისთვის და პირადად მისი ლიდერისთვის ომის შეჩერება ხომ გარდაუვალ დასასრულს ნიშნავს. ამიტომ, მტრისთვის „ადგილზე“ მაქსიმალური მარცხის მიყენება დღეს ჩვენს მთავარ ამოცანად რჩება“, - წერს მედვედევი.
მისი თქმით, აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას ბუნებრივი რესურსების შესახებ შეთანხმების გაფორმების შემდეგ გააგრძელებს.
„კონგრესში გამოსვლისას ტრამპმა კმაყოფილებით განაცხადა, რომ მან კიევის ლიდერისგან გზავნილი მიიღო სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნისა და მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ გაფორმების შემდეგ ამერიკული იარაღის მიწოდება განახლდება“, - აღნიშნავს მედვედევი.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
