"ორი ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას, ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული" - ირაკლი კუპრაძე
ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული! - ვაპატიებთ? მაშინ ეს დანაშაული არ იქნება ბოლო. უმკაცრესი პასუხისმგებლობა ყველა თანამონაწილეს!, - ასე ეხმაურება „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში, მომხდარ უბედურ შემთხვევას.
როგორც ირაკლი კუპრაძე აღნიშნავს, 4 და 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას.
“ეს ტრაგედია არაა, ეს არის დანაშაული!
,,ოცნების ქალაქში" ზუსტად 6 დღის წინ, ქოცებმა: რიჟვაძემ და კობახიძემ ახალი მშენებლობის კაფსულა ჩააგდეს და ამ პიარული ღონისძიებისთვის 209 ათასი ლარი დახარჯეს.
209 ათასი ლარი, ხალხო, პირდაპირი შესყიდვით, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, მაგრამ სამშენებლო მოედანი თხრილებით, ორმოებით და შემოუღობავი დატოვეს.
დღეს ამ წყლით სავსე თხრილებში ორი ბავშვი დაიხრჩო, 4 და 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა არაკომპეტენტურობას და ბოროტებას.
გამოვლენ დილით, იგლოვებენ კამერების წინ, მერე ვიღაც რიგითს შეახოცავენ ხელს, როგორც ვაკის პარკის შადრევანში დაღუპული მარიტას შემთხვევაში, როგორც ეზოში სადენებით დაღუპული ბავშვის შემთხვევაში, როგორც რიყეზე რამდენიმე დღის წინ დაღუპული ბავშვის შემთხვევაში...
ვაპატიებთ? მაშინ ეს დანაშაული არ იქნება ბოლო.
უმკაცრესი პასუხისმგებლობა ყველა თანამონაწილეს“,- წერს კუპრაძე.
ინფორმაციისთვის, ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში უბედური შემთხვევის შედეგად 3 და 6 წლის ბავშვები დაიღუპნენ. როგორც “ინტერპრესნიუსთან” აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა, ბავშვები იმ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, საიდანაც მოქალაქეების გასახლება მოხდა. ბავშვები ერთ-ერთი გასახლებული მოქალაქის მიერ გაკეთებულ საკანალიზაციო თხრილში ჩავარდნენ.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე