"მადლობა ევროპარლამენტარებს, რომ არასდროს ერიდებიან ჩემს ხსენებას, მათ შორის რეზოლუციებში" - მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ რეზოლუციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„მადლობა ევროპარლამენტარებს იმისთვის, რომ არასდროს ერიდებიან ჩემს ხსენებას, მათ შორის რეზოლუციებში, განსხვავებით ქართული კრიტიკული მედიებისგან“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“. მიღებული რეზოლუცია ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილ პროექტებს აერთიანებს. რეზოლუციის პროექტში, რომელიც ევროპარლამენტმა დაამტკიცა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შესწორება შევიდა. კერძოდ, რეზოლუციაში ჩაემატა პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „ევროპარლამენტი მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს ევროპარლამენტის წევრების შეუფერხებელი წვდომა მიხეილ სააკაშვილთან. შესაბამისად, რეზოლუციაში 27-ე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მტკიცედ იმეორებს თავის გადაუდებელ მოთხოვნას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ ჰუმანიტარული საფუძვლით, კონკრეტულად, საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობის მიღების მიზნით; ხაზს უსვამს, რომ თვითგამოცხადებული ხელისუფლება ატარებს სრულ და უდავო პასუხისმგებლობას ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და სრულად უნდა აგოს პასუხი ნებისმიერი ზიანისთვის, რაც მას შეიძლება მიადგეს; მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროპარლამენტის წევრებს შეუფერხებელი წვდომა ჰქონდეთ მიხეილ სააკაშვილთან“.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე