"რაც ხდება პანკისში, რუსეთის ინტერესებს ემსახურება მხოლოდ!"
დავით ქაცარავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება კონფლიქტის ესკალაცია!!!
მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა გადავინაცვლოთ სასწრაფოდ!!
რაც ხდება პანკისში, რუსეთის ინტერესებს ემსახურება მხოლოდ!!
ჩემო პანკისელო ძმებო!!!
თქვენს გვერდით ვარ!
გემუდარებით არ წამოეგოთ ამ პროვოკაციას, რომელიც მიმართულია ჩვენი საერთო სამშობლოს წინააღმდეგ!!!
მოვუწოდებ ხელისუფლებას შეაჩეროს ძალის გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ. ხალხის ნება გახლავთ არ დაუშვან ჰესის მშენებლობა!
რით განსხვავდებიან პანკისელები სვანებისგან, სვანებისგან, ვისთანაც ხელისუფლებამ არ გამოიყენა ძალა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად შეწყდა ჰესების მშენებლობა.
მაშინ რატომ ხდება ძალის გამოყენება პანკისში?
სასწრაფოდ უნდა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება და განიმუხტოს დაძაბული სიტუაცია პანკისში!"- წერს დავით ქაცარავა.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
